„ქართული ოცნების“ აქციაზე დასასწრებად
სამტრედიიდან რაჭის მიმართულებით აქტივისტებით სავსე 150-მდე ავტომანქანა და 20-მდე მიკროავტობუსი დაიძრა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ადგილობრივი
კორესპონდენტი იტყობინება, რაჭაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიმცირის გამო,
კოალიციას მოქალაქეები სამტრედიიდან მიჰყავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ონისა და ამბროლაურის
მოსახლეობას 14:00 საათზე შეხვდება,
18:00 საათზე „ქართული ოცნების“ აქცია ამბროლაურში გაიმართება.
Internet.ge