კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ონში იმყოფება, სადაც მოსახლეობასთან
შეხვედრას გეგმავს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ონში
ივანიშვილთან შეხვედრაზე 15-მდე ადამიანი მივიდა.
ხალხის სიმცირის გამო განაწყენებულმა ივანიშვილმა, მოსახლეობასთან
შეხვედრა აღარ გააგრძელა და ონის რაიონის ზემო სოფლებისკენ გადაინაცვლა, ადგილობრივ აქტივისტებს კი მხარდამჭერების მობილიზებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ,
რომ დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ამბროლაურშია დაგეგმილი.
Internet.ge