თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ათასმა ქურთმა მასობრივი არეულობა მოაწყო – იუწყება თურქული მედია.
შეტაკება პოლიციასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ქურთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდასაჭერი მიტინგის ჩატარება აუკრძალა.
ხელისუფლების არგუმენტი იყო ის, რომ ოფიციალურად, ეს პარტია, ქვეყანაში, ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
უსაფრთხოების სამსახურებმა მანიფესტანტებს დაშლა მოსთხოვეს, თუმცა მათ პოლიციის თანამშრომლებს
ქვები და ბოთლები
დაუშინეს.
იმისათვის, რომ სიტუაცია კონტროლზე აეყვანათ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ათობით ადამიანი კი დააკავეს.
Internet.ge