უკრაინაში, მარიუპოლის სამშობიარო სახლის გინეკოლოგიური განყოფილებიდან 31 წლის პაციენტი გადახტა.
მესამე სართულიდან ვარდნის მიუხედავად ქალი გადარჩა, თუმცა მან ხერხემლის ფუძის მოტეხილობა მიიღო.
ექიმების თქმით, მათთვის უცნობია, რამ აიძულა ახალგაზრდა ქალი, ასეთი ნაბიჯი გადაედგა. ამბობენ, რომ მას სასწრაფო გინეკოლოგიური ოპერაცია გაუკეთეს და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მომხდარი, ფსიქიკური გადახრის შედეგი იყოს.
საავადმყოფოში არ ახმაურებენ, კონკრეტულად რა ოპერაცია გაუკეთეს პაციენტს.
Internet.ge