საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რეგიონებში
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში
განუცხადეს, დღეს კახეთის ოთხ რეგიონში: სიღნაღში, გურჯაანში, საგარეჯოსა და
ლაგოდეხში მმართველი გუნდის კანდიდატები
დასახელდება.
დავით ბაქრაძე მათ ტრადიციულად მოსახლეობასთან შეხვედრისას წარადგენს.
internet.ge