მარიკა ვერულაშვილმა მარიამობა გრემის უნარშეზღუდულთა პანსიონატში მცხოვრებთ მიულოცა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყვარლის რაიონის მაჟორიტარობის
კანდიდატი მარიკა ვერულაშვილი დღეს, გრემში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს
ესტუმრა. ვერულაშვილმა პანსიონატში მცხოვრებლებს მარიამობის ბრწყინვალე
დღესასწაული მიულოცა და ადგილზე მათთვის არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
ვერულაშვილის განცხადებით, 1-ელი სექტემბრიდან ყველა შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ადამიანი სადაზღვეო პოლისს მიიღებს, რის შედეგადაც ისინი
შესაბამისი მკურნალობის თანხებს დაზოგავენ.
“ძალიან მიხარია, რომ ეს პრობლემა მოგვარდა, რადგან ყველა უნარშეზღუდული 1-ელი
სექტემბრიდან იქნება დაზღვეული და ეს თქვენთვისაც ძალიან დიდი შეღავათია, ეს
ადამიანები განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ და ძალიან მიხარია, რომ
სექტემბრიდან თქვენ ეს პრობლემა მოგეხსნებათ“-განაცხადა ვერულაშვილმა პანსიონატის
ადმინისტრაციასთან საუბრისას.
internet.ge