მარშალ-გელოვანის გამზირიდან დავით
აღმაშენებლის ხეივნისკენ 95 მეტრიანი გასასვლელი გვირაბი დღეს
გაიხსნა. გვირაბი საერთაშორისო სტანდარტებით აშენდა.
გვირაბი ერთი საათის წინ გაიხსნა და
ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
"გაიხსანა ახალი გვირაბი მარშალ-გელოვანის
გამზირზე, რომლის საშუალებითაც აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით მოძრაობა
შესაძლებელი იქნება ორ დონეზე,
არ იქნება შუქნიშნები, შესაბამისად, აღარ იქნება საცობები და მოძრაობა უფრო თავისუფალი გახდება“ -განაცხადა მერიის
ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ.
მოსახლეობის მოთხოვნით, გვირაბის მიმდებარე
ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდა, დამონტაჟდა გარე განათების ახალი სისტემები და
მოეწყო დასასვენებელი სკვერი.
internet.ge