საქართველოს
პრეზიდენტმა, მარიამობის დღესასწაულზე 168 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე
განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, პატიმრები დღესვე დატოვებენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.
„მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესი დღის განმავლობაში დასრულდება.
შესაბამისად,
პრეზიდენტის
მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები მარიამობას თავიანთ ოჯახებში აღნიშნავენ“,-
განაცხადა კალმახელიძემ.
internet.ge