ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე
„ოპელისა“ და „ვოლვოს“ მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად შუახნის
ქალბატონმა სხეულის დაზიანება მიიღო. ის პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია
მოთავსებული.
„ვოლვოს“ მძღოლის განცხადებით, „ოპელის“ მძღოლმა სიჩქარის გადაჭარბების გამო საჭე ვერ
დაიმორჩილა და მას შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად სამაშველო სამსახურის
თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.
internet.ge