ყვარელში, 17 წლის უშანგი მეტრეველს გველმა უკბინა. მოზარდს პირველადი სამედიცინო
დახმარება ადგილობრივებმა გაუწიეს, მაგრამ მისი თბილისში გადმოყვანა მაინც საჭირო
გახდა. პაციენტი მკურნალობის კურსს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.
“პაციენტს მარცხენა კიდურის ქვემო არეში აღენიშნება გველის ნაკბენი,
ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს დაკვირვება“-განაცახადა
რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა.
აღსანიშნავია, რომ მოზარდმა გველის ნაკბენი რამდენიმე წუთის შემდეგ
ნახა.
internet.ge