დამანგრეველი ტაიფუნი რუსეთის სანაპიროებს უახლოვდება. ბოლავენმა უკვე ჩაძირა ორი გემი ყვითელ ზღვაში. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მთელი ძალები შორეულ აღმოსავლეთში გადაისროლა.
მანამდე სტიქია იაპონიასა და სამხრეთ კორეას დაატყდა თავს. ხელისუფლებამ ტაიფუნის გავრცელების არეალიდან გემების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ყველა ხომალდისა და თვითმფრინავის გაყვანა მაინც ვერ მოასწრეს.
ყვითელ ზღვაში ორი ჩინური თევზსაჭერი გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც 30 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟის 4 წევრი დაიღუპა, ათზე მეტი მეთევზე კი დაკარგულად ითვლება.
ელოდებიან, რომ ტაიფუნი პრიმორსკისა და ხაბაროვსკის მხარის ტერიტორიაზე შეაღწევს, ასევე ამურის მხარის სამხრეთით, შემდეგ კი სახალინს, მაგადანსა და კამჩატკას დაატყდება თავს.
უკვე მობილიზებულია ძალები, რომლებმაც ტაიფუნის შედეგების ლიკვიდაცია უნდა მოახდინონ, რაშიც 130 ათასი ადამიანი და 24 ათასი ერთეული ტექნიკა ჩაერთვება.
სტიქიისთვის ემზადება რუსული არმიაც. აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდლობამ სრული მზადყოფნა გამოაცხადა. მათი პირველი უმთავრესი მიზანი სამხედრო ტექნიკის დაცვა და შენარჩუნებაა.
Internet.ge