|
10:51 07.11.2012
|
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დასაკავებლად სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა. |
|
|
10:39 07.11.2012
|
თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი - გიორგი კალანდაძე პირადად იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დააკავა. |
|
|
10:27 07.11.2012
|
ამ დროისთვის ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შს ყოფილი მინისტრი იზოლატორში პროკურატურის მიერ ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ, დაახლოებით 01:00 საათზე მოათავსეს. |
|
|
10:19 07.11.2012
|
კბილაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, ბაჩო ახლაიამ გაერთიანებული შტაბის უფროსთან - გიორგი კალანდაძესთან და ზურაბ შამათავასთან ერთად, მინისტრის კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ერთ-ერთ მათგანს კი ახალაიამ დანის ტარი ჩაარტყა. |
|
|
10:06 07.11.2012
|
გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. |
|
|
10:04 07.11.2012
|
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შესულია. ბიუჯეტს ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა აქვს. |
|
|
10:01 07.11.2012
|
ტელეკომპანია "იმედი" დღეს ეთერში თოქ-შოუ - "ღია ეთერით" გავა. როგორც ცნობილია, გადაცემა სამი ტელევიზიის მეშვეობით გადაიცემა, მას პირდაპირ ეთერს ტელეკომპანიები "მაესტრო" და "მეცხრე არხი" დაუთმობენ |
|
|
10:00 07.11.2012
|
გიორგი ტუღუშს ომბუდსმენის უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუჩერდება, რის შემდეგაც ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურების განხილვა დაიწყება. |
|
|
01:03 07.11.2012
|
უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ამ წუთებში, პროკურატურასთან იმყოფება, სადაც ბაჩო ახალაიას დაკავება მოხდა. მინაშვილის შეფასებით, ახალაიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. |
|
|
00:59 07.11.2012
|
ადვოკატი დავით დეკანოიძე არ ფლობს ინფორმაციას, თუ სად არის გადაყვანილი ამჟამად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. როგორც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, ახალაიას ბრალს 48 საათში წაუყენებენ. |
|
|
00:40 07.11.2012
|
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის დავით დეკანოიძის განცხადებით, ახალაიას 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით სდებენ ბრალს და ის ამჟამად დაკავებულია. ადვოკატის შეფასებით, საფუძველი რის გამოც ძიებაა დაწყებული არის აბსურდული. |
|