|
12:52 26.10.2012
|
„ძალიან მიხარია, რომ პრიორიტეტები იგივე რჩება, კერძოდ, ევროკავშირი, ნატო, კარგი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა" - განაცხადა ვაშაძემ. |
| |
12:22 26.10.2012
|
აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი ზუგდიდის „აგრო მეტრის“ შენობაში შეიჭრა. შენობაში განთავსებულია ნიადაგის კვლევითი ცენტრი. რის გამოც შენობის მფლობელები დევნილთა იქ ყოფნას მიზანშეუწონლად აფასებენ. |
| |
12:16 26.10.2012
|
„მზად ვარ შეხვედრები და კონსულტაციები ყველასთან ვაწარმოო. 48 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ, ყველას შევხვდებით, დაველაპარაკლებით და ჩვენ ხედვას გავაცნობთ“,- განაცხადა ყიფიანმა. |
| |
12:13 26.10.2012
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახლადდანიშნული მინისტრმა დავით სერგეენკომ, უწყების თანამშრომლებთან შეხვედრა დილიდან დაიწყო. |
| |
12:11 26.10.2012
|
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისი ძმის, გოგლა ჟვანიას განცხადება საკმარისი საფუძველია, რომ საქმეზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს. |
| |
11:51 26.10.2012
|
პირველი, რაც დღეს სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა სოზარ სუბარმა კაბინეტში შესვლისთანავე გააკეთა, პრეზიდენტის სურათის ჩამოხსნა იყო. |
| |
11:19 26.10.2012
|
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, შაბათს უმაღლესი საბჭოს სესია გაიმართება, ორშაბათს კი თავმჯდომარე დამტკიცდება. |
| |
10:31 26.10.2012
|
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს საგარეო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მინისტრი თანამშრომლებს შეხვდება. მოგვიანებით კი პრესისთვის კომენტარს გააკეთებს. |
| |
10:25 26.10.2012
|
„აქ ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო და საგადასახადო დოკუმენტაცია. ეს არის სტრატეგიული დანიშნულების შენობა. ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები და დაგვიცვან შემოჭრისგან“ - განაცხადა საარქივო სამსახურის უფროსმა. |
| |
10:08 26.10.2012
|
ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის დღეს, პირველი ოფიციალური სამუშაო დღეა. |
| |
10:08 26.10.2012
|
მძღოლი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. დაშავებული რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. |
|
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|