|
12:47 21.10.2012
|
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წულუკიანმა განაცხადა, ის დებს პირობას, რომ ამომრჩევლებს იმედებს არ გაუცრუებს და მათთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. |
| |
12:24 21.10.2012
|
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დასასწრებად ქუთაისში უკვე ჩავიდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღევანდელ სხდომას სტუმრის სტატუსით დაესწრება. მას დავით უსუფაშვილი პარლამენტის ახალ შენობას ათვალიერებინებს. |
| |
12:19 21.10.2012
|
პარლამენტში უმცირესობას დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” საკანონმდებლო ორგანოში, უმრავლესობის მსგავსად სამი ფრაქცია ეყოლება. |
| |
12:03 21.10.2012
|
როგორც ცნობილია, კოალიცი “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 3 ფრაქცია ეყოლება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი იქნება, “რესპუბლიკელების” დავით ბერძენიშვილი, “თავისუფალ დემოკრატებს” კი, ირაკლი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. |
| |
11:47 21.10.2012
|
პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომას მხოლოდ ოპერატორები და ფოტოგრაფები დაესწრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა. |
| |
10:46 21.10.2012
|
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელ პლენარულ სხდომას, უხუცესი დეპუტატი გოგი ოჩიაური ვერ დაესწრება, რის გამოც, სხდომას სპიკერის, არჩევამდე ვანო კიღურაძე წარუძღვება. |
| |
10:00 21.10.2012
|
ქუთაისში, პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი განიხილება. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერსა და ფრაქციების თავმჯდომარეებს აირჩევენ. |
| |
18:20 20.10.2012
|
კოალიციის წევრები სწავლობენ პლენარულ სხდომათა დარბაზს, დამონტაჟებული აპარატის მუშაობის სპეციფიკას და ყველა იმ საკითხს, რაც ხვალინდელი სესიის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. |
| |
15:12 20.10.2012
|
გლდანის რაიონში, უხვმა ნალექმა და წყლის მილის დაზიანებამ საცხოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია. წყალი ქუჩაზე არსებულ საამქროებსა და მაღაზიებში შევარდა. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. |
| |
14:27 20.10.2012
|
გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში შეჭრილი, აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი, ახალი პარლამენტის დამტკიცების შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, ფართის დაკანონების თხოვნით მიმართავს. |
| |
13:52 20.10.2012
|
ჭიათურის მაღაროს მუშები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მეშვიდე დღეა გაფიცულები არიან. შესაბამისად, ჭიათურის მაღაროებში მუშაობა კვლავ პარალიზებულია. |
|
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|