|
13:56 19.10.2012
|
კომპანია „თელასის“ კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი აცხადებს, რომ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ბიზნესცენტრის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, მისივე განცხადებით, გაფიცული ადამიანების დიდმა ნაწილმა სამსახური რამდენიმე თვის წინ, საკუთარი სურვილით დატოვა. |
|
|
13:29 19.10.2012
|
რიჩარდ ნორლანდი დღეს, ბათუმის მერს ჯემალ ანანიძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა განაცხადა, ბათუმი ტოლერანტული განწყობის ერთ-ერთ ფლაგმანად მოიაზრება. |
|
|
13:15 19.10.2012
|
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ განაცხადა, განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა. |
|
|
13:14 19.10.2012
|
პირველი სხდომისთვის მზადება მიმდინარეობს. პარლამენტის აპარატი სხდომისათვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება. |
|
|
11:41 19.10.2012
|
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ნოშრევან ჩხაიძე სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დატოვებს. მისი განცხადებით, აკადემიურმა საბჭომ რექტორის გადაყენება იურიდიული ნორმების დარღვევით მოახდინა. |
|
|
11:38 19.10.2012
|
მამაკაცი ქალაქიდან სამი კილომეტრის დაშორებით მიაკვლიეს. ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მათი ვარაუდით, მოხუცს გზა აებნა, რადგან მას მეხსიერების პრობლემები ჰქონდა. |
|
|
11:36 19.10.2012
|
მონაცემების დაზუსტებისა და შედარების მიზნით საქსტატში მსოფლიო ბანკის ექსპერტები და სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. საქართველოს საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობა ხორციელდება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ორმხრივი შედარების გზით. |
|
|
11:26 19.10.2012
|
თბილისის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის შენობაში 40-მდე დევნილი შეიჭრა. ისინი ლტოლვილთა სამინისტროსგან საცხოვრებელ ფართს მოითხოვენ. |
|
|
10:23 19.10.2012
|
პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზადება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის აპარატის უფროსობის კანდიდატი ზურაბ მარაქველიძე აცხადებს პარლამენტის აპარატი პირველი სხდომისათვის სრულ მზადყოფნაში იქნება. |
|
|
10:10 19.10.2012
|
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების გადაბარება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კანონის სრული დაცვითა და ერთმანეთის პატივისცემით. ეს კარგი მაგალითია ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნებისთვის“,- განაცხადა აპატურაიმ. |
|
|
10:08 19.10.2012
|
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს, გახდება ცნობილი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებიდან მე-19 დღეს, აღნიშნული შედეგები უნდა გამოაქვეყნოს. |
|