|
17:02 12.10.2012
|
რეგლამენტის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება კი, წინა მოწვევის პარლამენტს უწყდება. |
| |
16:47 12.10.2012
|
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას, ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება. |
| |
16:38 12.10.2012
|
„გამოვთქვამ მწუხარებას ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, საბრძოლო ამოცანის შესრულებისას კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. |
| |
16:02 12.10.2012
|
ვანო მერაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების და ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, შიდა ქართლში მიმდინარე, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება და წინასწარ დათქმულ ვადებში დასრულდება. |
| |
15:55 12.10.2012
|
ბიზნესცენტრში ირაკლი ალასანია, ირაკლი ჩიქოვანი , ეკა ბესელია, ნოდარ ხადური, ზვიად ძიძიგური, ვიქტორ დოლიძე, დავით უსუფაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურაბ აბაშიძე, დავით ბერძენიშვილი, დავით საგანელიძე, ზურაბ ტყემალაძე და მურმან დუმბაძე მივიდნენ. |
| |
15:25 12.10.2012
|
როგორც ბიზნესცენტრთან შეკრებილი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრის შესახებ განცხადებას უშიშროების საბჭოს მდივანი კანცელარიაში გააკეთებს. |
| |
14:52 12.10.2012
|
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღებულ ვალდებულებებს ბოლომდე შეინარჩუნებს. |
| |
14:46 12.10.2012
|
მხარეებმა ნატო-საქართველოს შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების იმედი გამოთქვეს,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც კოალიციის ლიდერის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. |
| |
14:19 12.10.2012
|
გიგა ბოკერიას ბიზნესცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. უცნობია რა საკითხებს განიხილავს ბოკერია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან.
|
| |
14:14 12.10.2012
|
აჭარაში ბოლო ერთი დღეა გადაუღებლად წვიმს. ქარბორბალამ გადაუარა ქობულეთსაც. ძლიერმა ქარმა სანაპირო ზოლი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები მნიშვნელოვნად დააზარალა. |
| |
14:02 12.10.2012
|
საქართველოს შს მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. |
|
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|