GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რეზო მიშველაძე: ივანიშვილის გარემოცვა „ხბოს აღტაცებაშია“
13:34 26.03.2012
"ოპოზიციამ ქუჩისკენ აღარ უნდა გაიხედოს"
დღის სიახლეები
რეზო მიშველაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ ქუჩისკენ აღარ უნდა გაიხედოს და ქვის სროლასაც თავი დაანებოს. მწერალი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ნაადრევ „ხბოს აღტაცებაშია“, რის გამოც შესაძლოა პოლიტიკური მარცხი განიცადონ. „პრესა.ჯი–ს“ რეზო მიშველაძე ესაუბრა.
- რამდენად სწორად შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა  გარემოცვა და მოახერხებს თუ არა ის გუნდის შენარჩუნებას არჩევნებამდე?
- მთელი უბედურება იმაშია, რომ „ბიძინამდელი“ ოპოზიცია ძალიან ჭრელი იყო. ყველას ერთი ჯოხით გაზომვა არასწორია. მათგან ზოგიერთი თავდადებული პატრიოტი და ჭეშმარიტი მამულიშვილი იყო, ზოგიერთი კი, გამოუცდელი ან იმდენად გამოცდილი, რომ ორმაგ თამაშს თამაშობდა. 
ბევრი იყო ლოიალურ დამოკიდებულებაში ხელისუფლებასთან. ძალიან ვიწრო წრეშიც კი, კოალიციაში რაც ითქმებოდა, მეორე დღეს, ეს ამბავი უკვე იცოდნენ იქ, სადაც ჯერ არს. სხვადასხვა  მხარეს ტვირთის გადაქაჩვამ გამოიწვია ოპოზიციის აბსოლუტური მარცხი და ქართველი ერის შეგნებაში სრული გულის გატეხვა. ახლა, პირველი ამოცანა, ივანიშვილის გუნდისა ის უნდა იყოს, რომ ნათელი გეგმა და სტრატეგია ჩამოაყალიბონ, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავ.
- კოალიცია „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც ივანიშვილმა თავის პოლიტიკური გზა უნდა ანდოს?
- არაა ბიძინა უტვინო კაცი და მგონია, რომ მას შეუძლია გამოცნობა ვინ ატყუებს და ვინ არა. არა მგონია ივანიშვილი ბოლომდე ენდოს ან ერთ მხარეს, ან მეორეს.  არც უნდა დაუჯეროს ყველაფერი რასაც ეტყვიან, ვინაიდან ტყუილად არ აქვს უნდობლობა გარემოცვის მიმართ. ზოგი არაა კეთილმოსურნე. არავითარი ქუჩაში გავსლა და მუშტის მოღერება არ უნდა უნდა იყოს. ქვის სროლა არაა ქართველების საქმე.
- თქვენ ახსენეთ ჭრელი ოპოზიცია. ის პარტიები, რომლებიც ივანიშვილთან არიან, ბევრ გაერთიანებაში, კოალიციაში და ალიანსში იყვნენ სხვადასხვა პარტიებთან, თუმცა, ბრძოლა არასდროს მიუყვანიათ ბოლომდე.
- ბუნებრივია,  ეჭვი საფუძველს მოკლებული არ არის. არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც არ აქვთ კარგი ბიოგრაფია, მაგრამ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოგახსენებთ, რომ ივანიშვილს აქვს დაკვირვების საშუალება. გარდა ამისა, ამ პარტიებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისა და საქციელის გამოსწორების უფლება. მე ვხედავ, რომ  გუნდი არ არის ჩამოყალიბებული. ზოგი თავისი ნებით ტოვებს, ზოგს ბიძინა უშვებს.
- სადამდე მივა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გზა?
-  ამ გუნდში ცოტა ზედმეტ თავდაჯერებას ვხედავ. გაუთავებელი  ტრაბახი ეკრანიდან,  „გათავდა, ჩვენ გავიმარჯვებთ“, ცოტა ნაჩქარევად მეჩვენება. ეს არის „ხბოს აღტაცება“,  ნაადრევი და გულუბრყვილო მსჯელობა. არჩევნებში გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ, თორემ ესენიც ისევ ისე იქნებიან გაცურებული პოლიტიკური მოედნიდან, როგორც ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია. 
რამდენიმე პარტია, თითქმის პენსიაში გასული გააცოცხლა ივანიშვილმა და ამოიყვანა ისტორიის არქივიდან. ამიტომ,  ბიძინამ სწორად უნდა იმოქმედოს, რომ არ ეწიოს ისეთივე ბედი, როგორიც მის მიერ „გაცოცხლებულ“ პარტიებს ხვდათ წილად, თავის დროზე.  
ლიზა ბენდელიანი (presa.ge)
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
სოხუმი სოჭში დაგეგმილი ტერაქტების რუსულ ვერსიას არ იზიარებს2
თაქთაქიშვილი: ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია?3
რონალდუ: “ჩემთვის მთავარი ჩემპიონობაა და არა ბომბარდირობა”4
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X