GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით გამყრელიძე: „კრემლი ბიძინა ივანიშვილის გაძლიერებითაა დაინტერესებული“
16:13 26.03.2012
დღის სიახლეები

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ ოლიგარქ ივანიშვილსა და მის ბიზნესს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებს. „ვინც სცადა ამ კონტროლიდან გამოსვლა, იმ ბიზნესმენებიდან, ზოგი ციხეშია, მაგალითად ხადარკოვსკი, ზოგი - მიწაში, მაგალითად, მაგნიტსკი, ზოგიც დევნილობაში -მაგალითად, ბერეზოვსკი“ - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს გამყრელიძემ. ამ და სხვა თემებზე, „პრესა ჯი“-ს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, დავით გამყრელიძე ესაუბრება:

„პრესა.ჯი“: ბატონო დავით, ივანიშვილის მისამართით ხშირად ისმის და სიმპტომებიც ჩანს, რომ ივანიშვილი ოალიციის სხვა შემადგენელი სუბიექტების, იმავე „რესპუბლიკელებისა“ და ალასანიას მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელი უფროა, ვიდრე საკუთარი აზრის მქონე ჩამოყალიბებული პოლიტიკური პერსონა. თქვენ, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, როგორ შეაფასებთ მის პოლიტიკურ სვლებს?

დავით გამყრელიძე: მე არც ეიფორია მქონია და არც რაიმე იმედები დამიკავშირებია ბიძინა ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველია და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს და ეს უფრო მიმაჩნია პოლიტიკაში ნაკლად. ის მუდმივად გაიძახის, „მე, მე, მე და მხოლოდ მე“ და პრაქტიკულად, ერთადერთ ალტერნატივას გვთავაზობს - სააკაშვილის მმართველობის ნაცვლად უნდა იყოს ივანიშვილის მმართველობა... რატომაა ეს უკეთესი, მე ნამდვილად ვერ ვხედავ და არ მესმის...

- ივანიშვილმა, რომლისთვისაც ჯერ საქართველოს მოქალაქეობაც კი არ მიუნიჭებიათ, სათავისოდ გაიმზადა პოსტი: „მე უნდა ვიყო პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა მან. არის თუ არა, ეს დიქტატურისკენ სწრაფვა?

- სურვილი რომ აქვს, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან იცის, რომ ახალი კონსტიტუციით, რეალურად, პრემიერ-მინისტრი იქნება გავლენიანი და ძლიერი ფიგურა. თუმცა, ისმის კითხვა: თუ მისთვის დღევანდელი კონსტიტუციური მოდელი მიუღებელია, რატომ აპირებს, თავადაც დატოვოს იგივე მოდელი, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვა?

ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით სურს პარლამენტში მოსვლა. კონსტიტუციური უმრავლესობით იმისთვის მსურს მოსვლა, რომ კონსტიტუცია უნდა შევცვალოო. საეჭვოა, რომ მოვიდეს უმრავლესობით, მაგრამ როგორც მინიმუმ, ვალდებულია, გვითხრას საქართველოს მოქალაქეებს, ტოვებს არსებულ კონსტიტუციას თუ მხარს უჭერს სუპერსაპრემიერო მოდელს?

მის კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს, ადრე სულ სხვა მოსაზრებები ჰქონდათ ამის თაობაზე. „რესპუბლიკელები“ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს უჭერდნენ მხარს, ალასანია საპრეზიდენტო მოდელის მომხრე იყო, ახლა რა ხდება კოალიციაში? იქ სრულიად ბუნდოვანი სურათია...

რატომღაც ამ კითხვას გაურბის ივანიშვილიც და მისი გუნდის წევრებიც და ბუნდოვანია, რა მოდელში აპირებს ის პრემიერ-მინისტრობას? რაღაც ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვა ხომ უნდა ჰქონდეთ?

- თქვენ განაცხადეთ, რომ ივანიშვილის ინტერესები რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებთანაა გადაჯაჭვული...

- ბიძინა ივანიშვილს თავისი მილიარდები რომ ეშოვა ბრიტანეთში, ამერიკაში, ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაშინ არავითარი კითხვები და ეჭვები არ გაჩნდებოდა, ხომ არ აქვს მას იმ ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე ვალდებულებები და კავშირები. თუმცა, როდესაც ყველაზე რთულ პერიოდში, პუტინის „კაგებეს“ მმართველობის პროცესში (ამ სიტყვას შეგნებულად ვამბობ), როცა რეალურად პუტინი არის „კაგებეს“ წარმომადგენელი და დღეს ეს სტრუქტურა და ეფ-ეს- ბე მართავს დღევანდელი რუსეთის მსხვილ ბიზნესს, ბუნებრივია ეჭვები და კითხვები მათ კავშირზე ჩნდება.

ნებისმიერი ბიზნესი რუსეთში, რომელიც აღემატება ასეულობით ათას დოლარს, აღარაფერს ვამბობ მილიარდებზე, რასაც ივანიშვილი აგროვებდა, ერთმნიშვნელოვნად იყო ყოველთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი.

ადრე ვთქვი, ერთ-ერთი გამოსვლისას, რომ ვინც სცადა ამ კონტროლიდან გამოსვლა, იმ ბიზნესმენებიდან, ზოგი ციხეშია, მაგალითად ხადარკოვსკი, ზოგი - მიწაში, მაგალითად, მაგნიტსკი, ზოგიც დევნილობაში -ბერეზოვსკი.

აქედან გამომდინარე, მას ეს ბიზნესი დღესაც შეუნარჩუნეს, ეს ნიშნავს, რომ კრემლი და რუსეთი დაინტერესებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად გაძლიერდეს, ეს ცალსახაა. ამ რეალობას ვერ გავექცევით და არც უნდა გავექცეთ და ამის მიხედვითაც უნდა გაკეთდეს შეფასებები.

რაც არ უნდა ისაუბრობენ მისი კოალიციიდან, რომ თურმე დიდი ხანია ივანიშვილი მოსკოვში არ ჩასულა და ა.შ. იმისთვის, რომ კავშირები გქონდეს, სულაც არაა ჩასვლა აუცილებელი მოსკოვში.

როდესაც ბადრი პატარკაციშვილს ადარებენ ივანიშვილს, პატარკაციშვილს პუტინთან რომ შეექმნა პრობლემები, სწორედ ამიტომ აღარ იყო მის ფინანსებზე და სპეცსამსახურებზე მიბმული. თორემ თავის დროზე,როდესაც პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი ელცინის ოჯახთან ახლოს იყვნენ, რა თქმა უნდა, მაშინაც იყო გადაჯაჭვული მათი ინტერესები რუსულ პოლიტიკურ წრეებთან.

- ბატონო დავით, ფიქრობთ, რომ ივანიშვილი საკუთარი გარემოცვის მძევალია?

- მთავარი პრობლემა თავად ივანიშვილშია, მის პრინციპებშია პრობლემა, მის მსოფლმხედველობაშია პრობლემები. რას გვთავაზობს და რა შემოიტანა დღიდან მისი პოლიტიკაში მოსვლისა, ივანიშვილმა? ერთი ის, რომ მან პრაქტიკულად, პოლიტიკური სპექტრის გაკრეფვა განიზრახა. ის ამას ან თავდასხმით, ან იარლიყების მიწებებით ან მოსყიდვით და დიდი ფინანსებით ცდილობს.

მას ჰგონია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მათ შორის ძალაუფლების და ახლა ესაა მისი მთავარი მიზანი პოლიტიკაში მოსვლისას. ის ცდილობს, რომ თავისი ფულით წაახალისოს ღალატი, წაახალისოს ფულით გადმობირება და ასე დაასუსტოს პოლიტიკური კონკურენტები.

ძალიან ცუდია, როდესაც ივანიშვილის ფული ხმარდება მოღალატეობის წახალისებას. ბიზნესშიც ხდება ასეთი ბინძური ხერხებით მართვა. რა თქმა უნდა, მისთვის, ყველა პოლიტიკური ძალა კონკურენტია. ამიტომაც მან მიმართა ამ მეთოდს, ვისაც ფინანსებით შეისრუტავდა, ხომ იყიდდა და შეისრუტავდა და ვისაც - არა, მისთვის იარლიყი უნდა მიეწებებინა და ტალახი ესროლა.

ივანიშვილმა ზუსტად ამ მეთოდს მიმართა და ეს არცთუ ზნეობრივი მეთოდია, მით უმეტეს პოლიტიკაში. თუმცა, გამოგვიცხადა, რომ თურმე იმისთვის მოდის, რომ ზნეობრივი პოლიტიკა დაამკვიდროს და ჯანსაღი საზოგადოება ჩამოაყალიბოს, რისგანაც მისი ქმედებები აშკარად შორსაა.

presa.ge [ირმა გორდელაძე]

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
სოხუმი სოჭში დაგეგმილი ტერაქტების რუსულ ვერსიას არ იზიარებს2
თაქთაქიშვილი: ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია?3
რონალდუ: “ჩემთვის მთავარი ჩემპიონობაა და არა ბომბარდირობა”4
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X