GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართული პარტია“: ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მცდელობაა იმისა, რომ ხელი არ შევუშალოთ ივანიშვილს
17:04 10.05.2012
დღის სიახლეები

„ქართული პარტია“ დაიშალა. პოლიტიკური ორგანიზაცია ეროსი კიწმარიშვილმაც დატოვა, თუმცა ის დღემდე პარტიის წევრად ითვლება, რადგან ოფიციალური განცხადება პარტიიდან წასვლის თაობაზე, მას ჯერ არ დაუწერია.

კიწმარიშვილის პარტიიდან წასვლის მიზეზი ოქრუაშვილთან დაპირისპირება გახდა. დაპირისპირება კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.

ირაკლი ოქრუაშვილი არ აპირებს ბიძინა ივანიშვილს ხელი შეუშალოს არჩევნებში, შესაბამისად, „ქართული პარტია“ არჩევნებში მონაწილებას არ მიიღებს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ პარტიაში, თუმცა პირად საუბრებში პარტიის წევრები ამაზე აქტიურად საუბრობენ. რა ხდება „ქართულ პარტიაში“, რა გეგმები აქვთ, რა გახდა კიწმარიშვილის წასვლის მიზეზი და რას ელოდება ოქრუაშვილი?  „ინტერნეტ.ჯი“ პარტიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ლია კამლაძეს ესაუბრა.

- რა გახდა ეროსი კიწმარიშვილის პარტიიდან წასვლის მიზეზი?

- წავსლის მიზეზი გახდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გეგმები. ირაკლი ოქრუაშვილსა და ეროსი კიწმარიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება ჰქონდათ.

- როგორც ცნობილია, ეროსი კიწმარიშვილი წინააღმდეგი იყო „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში რაიმე სახის დათმობაზე წასულიყო, ოქრუაშვილი კი პირიქით... თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილს „ქართულ პარტიასთან“ თანამშრომლობა არ სურს, არც ეროსი კიწმარიშვილის ლიდერობის პირობებში და არც მის გარეშე...

- ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მცდელობაა იმისა, რომ ხელი არაფერში შევუშალოთ ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ მის საწინააღმდეგოდ ნაბიჯი არ გადადგმულა.

- მოაწერა თუ არა ხელი ეროსი კიწმარიშვილმა პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას?

- ეროსი კიწმარიშვილმა თვითონ უნდა დაწეროს განცხადება წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერ ეს არ გაუკეთებია.

- როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ იყო „ქართულ პარტიაში,“ რა პოზიცია ჰქონდა მას ივანიშვილთან მიმართებაში და რა არ მოსწონდა ირაკლი ოქრუაშვილს?

- ეროსი კიწმარიშვილის პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით პასიურ მდგომარეობაში, პირიქით, გავაქტიურებულიყავით და გვებრძოლა, თუმცა ეს ყველა შემთხვევაში გაყოფდა ხმებს და ოპოზიციურ ფლანგზე არეულობას გამოიწვევდა.

- რადგან „ქართული პარტია“ არ აპირებს ხელის შეშლას ივანიშვილისთვის და ხმების გაყოფაზე საუბრობთ, ალბათ, არ მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში...

- ოქტომბრამდე დიდი დროა, ეს საკითხი იქამდე გადაწყდება.

- როგორც აღნიშნეთ, კიწმარიშვილი პარტიის აქტიურობას ითხოვდა, თუმცა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ირაკლი ოქრუაშვილს.  ნიშნავს თუ არა ეს პოლიტიკური პროცესებიდან განზე გადგომას?

- გააჩნია რა სიტუაცია იქნება ოქტომბრამდე.  

- პარტიაში საუბრობენ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით?

- რასაკვირველია, ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს.

- თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც ოქტომბერის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. „ქართული პარტია“ კი პასიურია...

- ვერ გეტყვით, დალაგდება ვითარება, გამოჩნდება საჭადრაკო დაფა, ვნახავთ რა როგორ განლაგდება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

-  რა არის ამჟამად პარტიის უახლოესი გეგმები?

-  არ ვარ უფლებამოსილი ამის შესახებ ვისაუბრო. შეგიძლიათ, რამდენიმე დღეში, პარტიის ხელმძღვანელ პირებს გაესაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი: ქართულ ჯარს დიდი შეიარაღება არ უნდა ჰქონდეს1
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა2
აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის დაკრძალვას ბიძინა ივანიშვილიც დასწრო3
პრეზიდენტი კაპრალ რეზო ალავერდაშვილის ოჯახს უსამძიმრებს4
არჩილ კბილაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X