GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცაგარელი: 20 მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით, დედამიწაზე რთული პერიოდი დგება
19:23 18.05.2012
დღის სიახლეები

შორენა გოგოლაძე 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ 2012 წლის 21 დეკმებერი არ შეიძლება ჩაითვალოს კატასტროფების დღედ, რადგან ეს უფრო ისტორიული მოვლენაა.  მისი თქმით, განსაკუთრებულად საშიშია მიმდინარე თვის 20 რიცხვიდან 10 ივლისამდე პერიოდი. საქართველოსა და მსოფლიოში 2012 წელს მოსალოდნელ ბუნებრივ კატასტროფებზე „ინტერნეტ.ჯი“-ს ატროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრა.

- ბოლო პერიოდში, საქართველოში რამდენჯერმე მოხდა მიწისძვრა, იყო წყალდიდობაც. ხომ  არ არის მოსალოდნელი კიდევ რაიმე სახის სტიქიური უბედურება?

-  ყველაზე რთული პერიოდი, რომელიც 2012 წელს იქნება 20 მაისიდან დაიწყება. მიმდინარე წელიწადი მეორედ მოსვლას უკავშირდება, ეს ყოველივე კი სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის ტექნოგენურ კატასტროფებს გამოიწვევს. ამაში შედის მიწისძვრები, ღვარცოფები, წყალდიდობები, გვალვა და ა.შ. წელს, მსგავსი მოვლენები მსოფლიო მასშტაბით ბევრი იქნება.  

- რაც შეეხება საქართველოს, აქ რას  უნდა ველოდოთ?

- საქართველო შედარებით დაცულია ამ დამანგრეველი კატაკლიზმებისგან, თუმცა პრობლემა მცირედით მაინც შეგვეხება 20 მაისიდან, როდესაც ახალმთვარეობის პერიოდი დგება. 4 ივნისს კი, სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა მოსალოდნელი. ენერგეტიკულად ეს იმდენად მძიმე დღეებია, რომ ამ პერიოდში, გლეხები მცენარეებსაც კი არ ახლებენ ხელს. აღნიშნული პერიოდი გამოიწვევს კრიზისულ სიტუაციას, მათ შორის, მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკურ სფეროში, რაც დაღს დაასვამს საქართველოს. შესაძლოა იყოს წყალდოდობები და მიწისძვრები. 20 მაისიდან მოიმატებს აგრესია და დეპრესია, ასევე, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციები.

-  როდის დასრულდება კრიზისული პერიოდი?

- ეს პერიოდი პიკს 10 ივლისისთვის მიაღწევს, ამიტომ ყველას, რაც შეიძლება მეტი წინდახედულობისკენ მოვუწოდებ.  რადიკალურად მოიმატებს ადამიანებს შორის მოტყუების, ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების, დაპირისპირების ალბათობა, ასევე, ავარიებისა და ტრავმების სიხშირე, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ეს პერიოდი, რაც შეიძლება დიდი სიფრთხილით გადავლახოთ.

- მსოფლიო საზოგადოება შიშით ელოდება 2012 წლის 21 დეკემბერს, რას ნიშნავს ეს დღე მსოფლიოსთვის?

- ეს დღე წლის უმთავრესი თარიღის დასასრული არ არის, ეს არის უზარმაზარი ეპოქის დასრულების თარიღი. ე.წ. მაიას ტომის კალენდრით, ეს არის მზის ჩასვენების მეხუთე და ამოსვლის მეექვსე დღე, როდესაც პლანეტები ჩამწკრივდებიან არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მთელს გალაქტიკაში. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ მთავრდება სამყაროში გარკვეული განვითარების, მეხუთე მზის პერიოდი და იწყება აბსოლუტურად  ახალი, მეექვსე მზის პერიოდი. ადამიანები თანდათან უნდა გადავიდნენ განვითარების მეოთხე დროზე. ბოლო 6, 7 ათასი წელი კაცობრიობა ცხოვრობდა ბნელ პერიოდში, ამ დღის შემდეგ კი, იწყება ნათელი პერიოდი. დედამიწა სფეროსებურად მოძრაობს, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა დროს კაცობრიობა იმყოფება განვითარების ხან ბნელ და ხან ნათელ პერიოდში, ზოგჯერ არის შუალედური პერიოდებიც.

- რა სტიქიური უბედურებებია მოსალოდნელი ამ დღეს?

- კონკრეტულად ამ დღეს არაფერი მოხდება. შესაძლოა ახლა, ივნისის თვეში გაცილებით მეტი ბუნებრივი კატასტროფა მოხდეს, ვიდრე 2012 წლის 12 დეკემბერს. კაცობრიობა განვითარების ნათელ ფაზაში შედის და ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელიც 6, 7 ათასი წელი კიდევ გაგრძელდება. კონკრეტულად ამ დღეს, შესაძლოა, არანაირი ბუნებრივი კატასტროფა არ მოხდეს, თუმცა წელს რომ მოიმატებს მსხვერპლთა რაოდენობა - ცხადია. 20 მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით, გაცილებით რთული პერიოდია დედამიწისთვის, ვიდრე 2012 წლის 21 დეკემბერი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პატრიარქი გურამ ოდიშარიას მიმართავს1
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის შენობაში დევნილები შეიჭრნენ2
ღარიბაშვილი დაცვის პოლიციის თანაშრომლებს უწყებაში დაბრუნების პირობას აძლევს3
ლავროვი საქართველოში ნატოს პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ წრთვნას აპროტესტებს4
ინგა გრიგოლია: პოლიტიკურ თოქ-შოუს გავაკეთებ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X