GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოზარდ მაყურებელთა თეატრის მმართველის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდება
17:53 28.03.2012
მსახიობები მმართველის წინააღმდეგ
დღის სიახლეები
„მოზარდ მაყურებელთა თეატრი დაშლილია, მილიონები გამქრალი, ან თეატრის ხელმძღვანელისა და მისი ნათესავების ანგარიშებზე ჩარიცხული“, - აცხადებს მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილი მსახიობი, კახა გაბელაია, რომელიც მის კოლეგებთან ერთად, თეატრის ხელმძღვანელობამ იმისთვის გაათავისუფლა, რომ აღნიშნული დარღვევებისა და თვეობით გაუცემელი ხელფასების გამო, განცხადებით კულტურის სამინისტროს მიმართა.
ვინაიდან კულტურის სამინისტრო არ გახლავთ უფლებამოსილი მსგავსი დანაშაულები შეისწავლოს, მსახიობები განცხადებით სამართალდამცავ ორგანოს და სასამართლოს მიმართავენ, მოთხოვნით: შეისწავლონ მოზარდ მაყურებელთა თეატრში არსებული თაღლითური სქემები და მსახიობებს მიეცეთ თვეების განმავლობაში აუღებელი ხელფასები.  
კახა გაბელაია, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილი მსახიობი: ჩვენ შევიტანეთ განცხადება კულტურის სამინისტროში, ხელფასების დავალიანებასთან და ასევე ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებული გვქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ცალმხრივად. 
ვინც ხელი მოვაწერეთ კულტურის სამინისტროში შეტანილ განცხადებას, უკლებლივ ყველა გათავისუფლებულია თეატრიდან.
- ეს გადაწყვეტილება მიიღო ხელმძღვანელმა?
- დიახ, ხელმძღვანელმა - მიხეილ ანთაძემ.
- საკმაოდ სოლიდური თანხები ირიცხებოდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ამ თანხებს თქვენამდე არ მოუღწევია?
- სწორედ იმიტომ შევიტანეთ განცხადება, რომ გაირკვეს სად მიდიოდა ჩვენი ხელფასები. 
- ვინ განკარგავდა თანხებს?
- თანხებს ერთპიროვნულად განკარგავს თეატრის მმართველი, მიხეილ ანთაძე. ეს არის სახელმწიფო თანხები. არ ვიცი დოკუმენტაციაში რა ხდება და რა თაღლითური სქემები აქვს გაკეთებული, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფულს ჩვენამდე არ მოუღწევია. 
სერიოზულად გამოსაძიებელია ყველაფერი მოზარდ მაყურებელთა თეატრში. თეატრის ფონდი ნახევარ მილიონს ლარს სცილდებოდა და ამ თანხას ანაწილებდა მმართველი, თავისი შეხედულებებისამებრ. 
ძირითადი თანხა უნდა გამოყენებულიყო მსახიობების დახმარებისთვის, მაგრამ მსახიობის დახმარება, ჩვენს თეატრში, შეადგენდა დაახლოებით 80 ლარს. ტექნიკური პერსონალი, სადაც თავისი ნათესავები, მეგობრები ჰყავდა დასაქმებული, მაგალითად, შვილები, მეუღლე, ცოლის დის შვილი, ცოლის მამიდაშვილი და ა.შ.  იღებდნენ მაღალ ხელფასებს. თავად ჰქონდა 950 ლარი, მოადგილეს - 800, ცოლის დისშვილს - 800, შვილს - 400, როცა სახალხო არტისტებს 380 ლარი ჰქონდათ დანიშნული. 
- რატომ არ მიმართეთ პროკურატურას?
- ჩვენ მსახიობები ვართ, ამიტომ სამართლებრივ საკითხებში ვერ ვერკვევით, ადვოკატიც არ გვყავს. თუმცა ამას გამოვასწორებთ და ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოსაც და პროკურატურასაც. საინტერესოა რა პასუხს მოუძებნიან შარშანდელ გაუცემელ ხელფასებს და წამყვანი მსახიობების თეატრიდან გაშვებას. 
- აცხადებთ, რომ ხელმძღვანელმა პროფესიონალი მსახიობები თეატრს მიღმა დატოვა და არაპროფესიონალები მიიყვანა თეატრში...
- ეს ცალკე თემაა, მან უაზროდ გაზარდა შტატები დანიშვნისთანავე - 2007 წელს. მოიყვანა არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონდათ თეატრთან, მათ შორის არაპროფესიონალი რეჟისორები. 
თვითონაც არაპროფესიონალია ის, კინორეჟისორია და არა თეატრის და დგამს ძალიან უხარისხო სპექტაკლებს.
- რეორგანიზაციის შემდეგ, როცა პროფესიონალი მსახიობები თეატრს მიღმა დარჩით, რა მდგომარეობაა მოზარდ მაყურებელთა თეატრში?
- მოზარდ მაყურებელთა თეატრი დაშლილია. ის ვერ გამართავს ვერც ერთ სპექტაკლს და ვერც ერთ რეპეტიციას იმ რესურსით, რაც დარჩა. მე სამი სპექტაკლის რეპეტიცია მქონდა დაწყებული... 
- ამბობთ, რომ ხელფასები იგვიანებდა და არსებობდა დაქვითვებიც...
- დიახ, ეს მიხეილ ანთაძემ ერთპიროვნულად შემოიღო, ჩაწერა თეატრის შიდა განაწესში, რომ ერთი თვის განმავლობაში მსახიობი თუ არ იქნებოდა გამოძახებული რეპეტიციაზე, ან არ ექნებოდა სპექტაკლი (მოგეხსენებათ მსახიობის პროფესია ისეთია, რომ შეიძლება გამოჩნდეს ასეთი ერთი თვე) ის მიიღებდა მხოლოდ ხელფასის 70 პროცენტს.
- ეს თანხები პრემიების სახით ერიცხებოდათ მათ?
- წლების განმავლობაში, ჩვენს საბანკო ამონაწერებზე მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ თუ არის მითითებული ხელფასის ჩარიცხვა, დანარჩენებზე არის პრემიების დარიცხვები, შემიძლია მოგაწოდოთ ეს ამონაწერები და თავად დარწმუნდებით.
P.S: „ინტერნეტ.ჯი“ კომენტარისთვის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მმართველთან, მიხეილ ანთაძესთან დაკავშირებას შეეცადა... სატელეფონო ზარს, ანთაძის ნაცვლად მისმა თანაშემწემ უპასუხა, რომელმაც განაცხადა: „ბატონი მიშა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს“. 
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
ჭიაბერაშვილმა ბათუმში რეფერალური დახმარების ცენტრის ქვესადგური გახსნა2
პუტინმა უშიშროების საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა3
საქართველოს ოკუპაციის „გმირი“ მოტოციკლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა4
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X