"მე-9 არხის" ეთერში გასვლას საზოგადოება 1-ელ აპრილს ელოდა.
იმ დღიდან რვა წლის შემდეგ, როდესაც არხმა, მისი მფლობელის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მაუწყებლობა „პუტინზე გასული ნეგატიური ფილმის გამო“ შეაჩერა.
თუმცა,
როგორც ირკვევა, "მე-9 არხის" ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი კვლავ არ
არის. როგორც "ინტერნეტ.ჯი"-თან საუბარში ტელევიზიის გენერალური დირექტორი
ამბობს, "მე-9 არხისთვის" კადრების შერჩევა კვლავ მიმდინარეობს. მისთვის უკვე
შერჩეულია ლოგო, რომელიც რუსეთის წამყვანი ტელევიზიის იდენტურია.
"მე-9 არხში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, "ინტერნეტ.ჯი" არხის გენერალურ დირექტორს, კახა ბექაურს ესაუბრა:
- როდის დაიწყებს მაუწყებლობას ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელევიზია "მე-9 არხი"?
- ტელევიზია ეთერში, აპრილში გავა, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით.
- ტელეწამყვანებს შორის, საზოგადებისთვის ცნობილი სახეები თუ იქნებიან, კერძოდ, ნათია ლაზაშვილი და გოგა ახალკაცი?
- დაიხ, "მე-9 არხის" თანამშრომლები - ორივე იქნება. ლაზაშვილი საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს, ხოლო ახალკაცი - ნიუსს, თოქშოუს.
- რაც შეეხება კორესპონდენტებს, ძირითადი შემადგენლობა თუ დააკომპლექტეთ?
- გუნდის ნაწილი, დავაკომპლექტეთ და ნაწილიც, მომავალ კვირას, ჩამოყალიბდება.
- რამდენიმე დღის წინ, თამარ კვარაცხელია "მე-9 არხიდან" გაათავისუფლეთ. ეს ფაქტი კვარაცხელიამ მამამისის,
ვალერი კვარაცხელიას მიერ ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას დაუკავშირა. პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი?
- კვარაცხელია არსად გამიშვია, რადგან ის ჩვენი თანამშრომელი, "მე-9 არხის" გუნდის წევრი არასდროს ყოფილა. ჩვენ საჯარო კონკურსი გამოვაცხადეთ და 3500 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც, ზოგი პირდაპირ გადავარჩიეთ, ზოგი ტესტს გადიოდა და მათგან, ჯერ-ჯერობით, არავინ აგვიყვანია.
- "მე-9 არხის" ლოგოსთან დაკავშირებით, ვერსია გამოითქვა, რომ ის რუსეთის პირველი არხის ლოგოს ჰგავს. ტელეკომპანიის ლოგო, როგორ შეარჩიეთ?
- ეს ლოგო ამერიკელებმა გააკეთეს. კერძოდ, კომპანიამ - "იმეიჯინ ფორსი", რომელსაც გრაფიკაში, ოსკარი აქვს აღებული და დანარჩენი თავად შეაფასეთ.
Internet.ge