GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლალი მოროშკინა: პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ, მე და სააკაშვილი ისევ ვიმეგობრებთ
13:43 20.07.2012
დღის სიახლეები

ჟურნალისტი  ლალი მოროშკინა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, თუმცა აკრიტიკებს. მოროშკინა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აქციებზე დადის, თუმცა არ არის კოალიციის წევრი. ჟურნალისტის განცხადებით, მას ბევრი მეგობარი ჰყავს ოცნებაში, ისევე როგორც ხელისუფლებაში, რომელთაც რჩევებს ხშირად აძლევს. „ინტერნეტ.ჯი“ ლალი მოროშკინას „ქართულ ოცნებასა“ და მის პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა.

- თქვენ იყავით „ქართული ოცნების“ აქციაზე გორში, „ქართულ ოცნებას“ უჭერთ მხარს?  

- დიახ, ვიყავი და მე ვარ მათი მხარდამჭერი, თუმცა არა აქტივისტი. მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ. ვარ ჟურნალისტი და როცა ჟურნალისტი მხარე ხდება, ეს უკვე ნეგატიური მოვლენაა მის კარიერაში.  

- თუმცა აშკარა გამოხატული პოლიტიკური სიმპათია და პოზიცია უკვე ნიშნავს, რომ ხართ მხარე...

- არ ნიშნავს. მე ხშირად დავდივარ აქციაზე, ვარ მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ მაგრამ არა წევრი.

- თუმცა თქვენ აკრიტიკებდით „რესპუბლიკელებს“...

- დიახ, ვაკრიტიკებდი. მიმაჩნია, რომ ამ პარტიას კოალიციისთვის რეიტინგი არ მოაქვს.  ყოველთვის ვაკრიტიკებ იმას, რაც არ მომწონს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში და ყველგან, უნდა ურჩიო ადამიანებს ის, რაც მათთვის სასარგებლოა.  უნდა გააკრიტიკო, შენიშვნა მისცე და არა პირიქით, რომ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ტკბილი სიტყვები უთხრა. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებაში“ არიან ჩემი მეგობრები, რომელთაც პირდაპირ ვეუბნები ყველაფერს.  

- თქვენი მეგობარი იყო მიხეილ სააკაშვილიც...

- დიახ, ჩვენ მეგობრები ვიყავით და ვფიქრობ, პრეზიდენტი რომ აღარ იქნება, ისევ ვიმეგობრებთ. უბრალოდ ახლა არ ვეთანხმები მის პოლიტიკურ კურსს.

- თქვე  აღნიშნეთ, რომ გაქვთ შენიშვნები და „ქართულ ოცნებაში“ მყოფ თქვენს მეგობრებს აძლევთ რჩევებს. რა არ მოგწონთ კოალიციის მუშაობაში?

- მაგალითად ის, რომ არაკოორდინირებულია მუშაობა. გარდა ამისა, არ მომწონს  კონფლიქტურ რეგიონებთან მიდგომა,  ეს იმდენად ფაქიზი თემაა, რომ შენი განცხადებებით არც ერთი მხარე არ უნდა გააღიზიანო. მე როგორც მაქსიმალისტი ვთვლი, რომ თუ მოდიხარ პოლიტიკაში, უნდა მოხვიდე პირველი ადგილისთვის. როგორც თავის დროზე გააკეთა სააკაშვილმა. ივანიშვილის ვარაუდი წაგებაზე  არასწორია. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას პირველობის ამბიცია უნდა ჰქონდეს. თუკი ამბობ, რომ შეიძლება პირველი ადგილი ვერ აიღო, შენ უკვე წაგებული გაქვს თამაში.

- აპირებთ თუ არა პოლიტიკურ აქტივობას?

- ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ აქტიურად ჩავერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა აქტიურად ვაკვირდები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნაბიჯებს. პოლიტიკაში ვარ ჩართული ჩემი წიგნებით. ჩემს წიგნებში დიდი ადგილი უჭირავს პოლიტიკას, იმდენად, რომ პენიტენციალურ სისტემაში აკრძალეს კიდეც შეტანა. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ფორმით ვარ ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხელვაჩაურის სასამართლოში "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა 9 საათს გაგრძელდა1
მანიაკმა სასტიკად ნაწამები მსხვერპლი ცოლად მოიყვანა2
მამაკაცმა შემთხვევით საკუთარ შვილი მოკლა3
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია თბილისშია4
სასამართლომ 24 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ძმები გაათავისუფლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X