GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რევაზ საყევარიშვილი Forbes Georgia-სთან დაწყებულ დავას სასამართლოში განაგრძობს
14:23 07.04.2012
დღის სიახლეები

ჟურნალისტურ წრეებში Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის, რევაზ საყევარიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით სხვადასხავა ვერსია ვრცელდება. ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის გამოცემიდან წამოსვლა მისი საქმიანობის შეზღუდვით იყო განპირობებული, ნაწილი კი საყევარიშვილის პოლიტიკურ სიმპატიებზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლებელია იგი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, „ქართულ ოცნებაში" ვიხილოთ.

 ამ თემებზე „ინტერნეტ.ჯი“ რევაზ საყევარაშვილს ესაუბრა:

 - რა გახდა  თქვენი Forbes Georgia-დან წამოსვლის მიზეზი?

 - ჟურნალ Forbes Georgia-ს აპრილის ნომერში დაბეჭდილია ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან. მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუს არ ჰყავს მითითებული ავტორი, ტექსტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია არის იმ ინტერვიუს უხეშად დაჩეხილი და დამახინჯებული ვერსია, რომელიც მე ჩამოვართვი ბატონ ივანიშვილს მარტის შუა რიცხვებში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს ინტერვიუ რედაქციის კოლეგიამ დაამახინჯა და მასალა ავტორის გარეშე გამოაქვეყნა. ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა ამოჭრილია. ეს მასალა არ შეესაბამება ჩემს  მიერ მომზადებულ ვერსიას, რაც ჩვენ ენაზე ცენზურას ნიშნავს, რომელიც  Forbes Georgia-ს გამოცემის უფლების მქონე კომპანია Media Partners-ის დამფუძნებელებმა განახორციელეს.

 - Forbes Georgia თქვენი განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ თქვენი გათავისუფლების მიზეზი გახდა თქვენს მიერ ივანიშვილის ინტერვიუში შეკითხვების რუსულივედომოსტის" 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან კოპირება.

 - ამდენწლიანი ჟურნალისტური საქმიანობის მერე, მცხვენია, რომ მსგავს ბრალდებას სერიოზულად ვუპასუხო. ყველა ჩემს მიერ დასმული შეკითხვა ეხებოდა ბიძინას, როგორც ქველმოქმედს, როგორც ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს. შეიძლება რამდენიმე კითხვის შინაარსი,  მისი აქტუალობიდან გამომდინარე უბრალოდ დაემთხვა, მაგრამ აპრილში დაბეჭდილ მასალაში სხვა ახალი და საინტერესო კითხვაა ამოჭრილი. მე არავის საავტორო უფლება არ დამირღვევია.

 - აპირებთ თქვენი „სიმართლის“ სასამართლოში დამტკიცებას?

 - Media Partners-ის დამფუძნებელების უკანონო გადაწყვეტილების შესახებ, Forbes-ის სათავო ოფისს ნიუ-იორკში უკვე ვაცნობე. დაველოდები მათ პასუხს. განცხადებით მივმართავ ასევე ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს. ჩემი ადვოკატები ამ საკითხს სწავლობენ და საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

 - თქვენი თანამდებობიდან გადადგომისთანავე საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის გვერდით გიხილოთ.

 - ვარ, ვიყავი და დავრჩები ჩემი საქმიანობის ერთგული. არ ვაპირებ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას და თქვენი გამოცემის საშუალებით მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემს პოლიტიკაში გარევაზე ალაპარაკდა, რომ რევაზ საყევარიშვილი ჟურნალისტიკიდან წასვლას არ აპირებს."

რა გადაწყდება Forbes Georgia-ს ირგვლივ ატეხილ სკანდალის ირგვლივ, ამას სავარაუდოდ სასამართლო გაარკვევს. ჟურნალისტსა და კომპანიას შორის კი დაპირისპირება კომპრომატებით ხდება.

Forbes Georgia-მ რევაზ საყევარიშვილის განცხადებას განცხადებითვე უპასუხა:

 26 მარტს, სააქციო საზოგადოება Media Partners-მა მიიღო გადაწყვეტილება რევაზ საყევარიშვილის ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების მიზეზი კი, გახდა რევაზ საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში უმეტესი კითხვების კოპირება რუსული „ვედომოსტის" 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან.

 სააქციო საზოგადოების განცხადებით, რევაზ საყევარიშვილის ყველა განცხადება პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

 „ტექსტის პუბლიკაცია, რომელიც გამოქვეყნებული იყო სხვა გამოცემის მიერ, საქმიანი საგამომცემლო ეთიკის უხეში დარღვევაა. ჩვენს მკითხველს, ისევე, როგორც კოლეგებს რუსული გამოცემიდან, რომლებიც ფლობენ საავტორო უფლებებს ინტერვიუს ორიგინალ ტექსტზე, სრული უფლება ექნებოდათ დავედანაშაულებინეთ პლაგიატში. არც ერთი ღირსეული გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, თავს უფლებას არ მისცემს მსგავსი ნაბიჯი გადადგას. ეს ისტორია ცენზურასთან არ არის დაკავშირებული, მხოლოდ იურიდიულ საკითხებს და საგამომცემლო საქმიანობის ეთიკას ეხება. 

რევაზ საყევარიშვილი გათავისუფლებულ იქნა სარედაქციო პოლიტიკის იურიდიული და ეთიკური ასპექტების დარღვევისთვის, რომელთა დაცვაც მისი, როგორც ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის სამსახურებრივი მოვალეობა იყო. რევაზ საყევარიშვილის მიერ ჟურნალ Forbes Georgia-ს ექსკლუზიური მასალის (ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან) ინტერნეტში გავრცელება სს Media Partners-თან შეთანხმების გარეშე კანონის დარღვევის გარკვეულ ნიშნებს ატარებს. ჩვენი იურისტები სწავლობენ გარემოებებს და რევაზ საყევარიშვილის დემარშის სასამართლო პერსპექტივებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აშშ-ის 9 შტატში მენინგიტის იშვიათ სახეობას ებრძვიან1
ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად არის გაჩენილი2
კახი კალაძე კანონიერ ქურდ ნემსიწვერიძეს ივნისში შეხვდა3
კადრები, რომელიც სენსაციად იქცა (VIDEO)4
გასახდომი აბების რეკლამა ნაცისტი „სიკვდილის ანგელოზის“ სახელით გამოაქვეყნეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X