GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოფო ნიკოლაშვილი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის
16:17 07.04.2012
დღის სიახლეები

სოფო ნიკოლაშვილი, რომელიც სასამართლო დარბაზიდან 2 აპრილს გაათავისუფლეს, ოჯახის წევრებთან კონტაქტს გაურბის. ის მომხდარზე არ საუბრობს და რეაბილიტაციის კურსს ფსიქოლოგებთან გადის.

პატიმრობიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაშვილის მამა, დავით ნიკოლაშვილი „ინტერნეტ.ჯი“-სთან შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე  პირველად საუბრობს.

დავით ნიკოლაშვილი: "სოფოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, 20 წლის მოზარდის ფსიქიკაზე მძიმედ იმოქმედა, ამიტომ სპეციალისტებთან მიყვანა გახდა საჭირო.

- პატიმრობაში ყოფნის მიზეზებზე თუ გესაუბრათ?

- არა, რაც რუსთავის ქალთა კოლონია დატოვა, არავის  გვეკონტაქტება, საკუთარ თავში ჩაიკეტა, არავის ნახვა და მომხდარზე საუბარი არ სურს.

- სასამართლომდე მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდით და ამბობდით, რომ სოფო ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად შეგროვებული ხელმოწერების გამო დაისაჯა...

- სოფო არსდროს აგროვებდა ივანიშვილისთვის ხელმოწერებს. 

- დაკავებისთანავე სოფომ სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა მის გაუპატიურებას დაუკავშირა. შემდეგ კი თვითონვე უარო ეს ფაქტი, თქვენ თუ ფლობთ ამ თემაზე დამატებით ინფორმაციას?

- როგორ გგონიათ, მამა შვილის ამბავს ბოლომდე არ გამოიძიებს? სასამართლო გაიმართოს და ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი.

- სოფო ჟურნალისტებთანაც არიდებს კომენტარის გაკეთებას თავს? სასამართლოდან გამოსვლისას, მას კოლეგებთან კომენტარის გაკეთება სურდა, მაგრამ ახლობლებმა ამის საშუალება არ მიეცით...

- სოფო ჟურნალისტია და ესმის რომ თემა გაინტერესებთ, პორობას გაძლევთ, სასამართლოს შემდეგ სოფოს კონენტარს მოისმენთ.

“კახეთის ხმის” ჟურნალისტი, 20 წლის სოფო ნიკოლაშვილი, 2 აპრილს,  სასამართლო დარბაზიდან, 5 ათას ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ნიკოლაშვილის ქონებას ყადაღა დაედო და ჟურნალისტის ოჯახს აღნიშნული თანხის გადასახდელად 30 დღე მიეცა.

ნიკოლაშვილი, 31  იანვარს, გურჯაანში, იარაღის უკანონო ტარებისა და განზახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ნიკოლაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 25 თებერვალს გამოიტანს.

აღნიშნულ საქმეზე, სამთავრობო საათზე, შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემაც ისაუბრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი ქალბატონია, ადვოკატი და პროკურატურა შეძლებისდაგვარად მუშაობენ ნაკლებად მძიმე აღმკვეთ ღონისძიებაზე.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სოზარ სუბარი: მამუკა ნიკოლაიშვილს ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი აქვს1
ნანუკა ჟორჟოლიანი: ირაკლი კოდუას თანამდებობა არ დაუტოვებია2
თომას მელია: სააკაშვილმა სწრაფად იმოქმედა, ჩემი აზრით - სწორად3
Facebook-ში მომხმარებელთა მიმოწერა კონტროლდება4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 13 ივნისისთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X