ევროპარლამენტის დეპუტატი ლუქსემბურგიდან ფრანკ ენგელი სოხუმში იმყოფება – იუწყება სააგენტო აპსნიპრესი.
ენგელი ე.წ. პარლამენტის სპიკერს ვალერი ბგანბას შეხვდა, რომლის თქმითაც, ევროპელი სტუმარი ე.წ. საკანონმდებლო ხელისუფლებასთან გაცნობითა და მასთან კონაქტების დამყარებითაა დაინტერესებული.
ფრანკ ენგელი შეხვდა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრსაც და აფხაზური სააგენტოს ცნობით, ევროპარლამენტარების ჯგუფისა და აფხაზეთის წარმომადგენელთა შეხვედრის ორგანიზების სურვილი გამოთქვა.
თავად ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ სოხუმი ევროპარლამენტართა ვიზიტებით დაინტერესებულია.
internet.ge