ევროკავშირი აფხაზეთში განათლების, ჯანდაცისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში სხვადასხვა პროექტების განხორციელებას აპირებს.
როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, უწყების ხელმძღვანელს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვედრა ჰქონდა ევროკავშირის დელეგაციასთან – ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში მაგდალენა გრონოსთან, ასევე პროექტების ხელმძღვანელთან ევოი ტროისთან და პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელთან ტობიას ტაიბერგთან.
შეხვედრაზე განიხილეს საკითხები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მეთოდოლოგიური დახმარების შესახებ, ასევე აფხაზეთის უნივერსიტეტში უცხოელი პროფესორების მიწვევისა და სპეცკურსების თაობაზე.
სოხუმი დახმარებას მიიღებს ნარკოდამოკიდებულ პირებთან მუშაობაში, ასევე ტექნიკურ დახმარებას დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ევროკავშირის წარმომადგენლებმა ფერმერებისათვის სხვადასხვა პროექტებზე და აფხაზეთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, სამომავლოდ, აფხაზეთში ევროკავშირის ცენტრის გახსნის შესახებაც – იუწყება `აპსნიპრესი~.
Internet.ge