ოპოზიციონერ ჟურნალისტსა და ცხინვალის ოპოზიციის
ლიდერის ალა ჯიოევას აქტიურ მხარდამჭერს სოსლან კოკოევს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში
3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ოსეთი სასამართლომ
გამოიტანა.
თუმცა კოკოევი ნარკოტიკების
შენახვის ბრალდებით დააკავეს. როგორც ჯიოევას შტაბის ხელმძღვანელი ელინა მირზოევა
აცხადებს, მათი თანამებრძოლის მიმართ საქმე შეთითხნილია და დაკავების შესახებ
ბრძანება მოსკოვიდანაა გაცემული.
კოკოევთან ერთად თავის დროზე
დააკავეს ჯიოევას სხვა მხარდამჭერებიც, თუმცა სოსლან კოკოევს ოპოზიციის მთავარი
იდეოლოგის სტატუსი მიანიჭეს. მირზოევას თქმით, სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ
არ აპირებდნენ კოკოევის ციხეში ჩასმას, მაგრამ მას შემდეგ, რაც „სამხრეთ ოსეთში“
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ოპოზიციონერთა მიმართ სადამსჯელო სიტემა
ახალი ძალით ამუშავდა.
Internet.ge