ოკუპირებული
ტერიტორიის
საზღვრისპირა
სოფელ ფახულანში, რუსმა ოკუპანტებმა, ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი ბავშვები არ გაატარეს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ფახულანის ერთ-ერთი თემის სკოლაში გადასვლას
ცდილობდნენ.
რუსმა
ოკუპანტებმა
გალიდან ფახულანში გადასვლის უფლება მხოლოდ მერვე-მეცხრე კლასელ მოსწავლეებს დართეს.
ხოლო
სოფელ საბერიოში მცხოვრები პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე რუსულ სკოლაში იძულებით წაიყვანეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური
მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა, აღნიშნული ინცინდენტის
შესახებ ინფორმაციას აგროვებს.
internet.ge