დიმიტრი მედოევი: სამხრეთ ოსეთი არ აპირებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას
ცხინვალის რეგიონის ე.წ.
ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არ აპირებს რუსეთის
ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას, თუმცაღა ჩრდილოეთ ოსეთთან მაქსიმალური
ინტეგრაცია სურს.
ამის შესახებ განცხადება
მედოევმა რადიოსადგურ „გოლოს როსიის“ ეთერში გააკეთა.
მედოევის თქმით, „დამოუკიდებლობის
შენარჩუნება“ მათთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც, ჩრდილოეთ ოსეთთან ინტეგრაცია.
თუმცა, ე.წ. ელჩმა ასევე
განაცხადა, რომ ამ „დამოუკიდებლობის“ ფონზე ორი ოსეთის გაერთიანების საკითხიც
უკანა პლანზე გადადის.
ცხინვალის რეჟიმი ამ
საკითხზე პოზიციას საკმაოდ ხშირად იცვლის.
ჩინოვნიკების
ნაწილს არაერთხელ განუცხადებია, რომ საბოლოო მიზანი ერთ ოსეთად გაერთიანება და
რუსეთის ფედერაციაში შესვლაა.internet.ge