საქართველოში ოპოზიციური ძალების
გამარჯვება არ ნიშნავს, რომ აფხაზეთთან მიმართებაში რაიმე მნიშვნელოვანი
ცვლილებები მოხდება. ასეთი განცხადება გააკეთა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა ემა გამისონიამ, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას
იმის შესახებ, რომ „აფხაზებსა და ოსებს რამენაირად უნდა მივეფეროთ, მეტი სითბო და
სიყვარული დავანახოთ - წერს სააგენტო „რეგნუმი“.
„ასეთ პოლიტიკურ
ხელოვნებას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე მიეჩვია. იგივეს ლაპარაკობდნენ და
აკეთებდნენ, როცა ხელისუფლებაში სააკაშვილი იყო. თავიდან ჩვენს მიმართ სიძულვილი
იყო, ახლა კი თამაში - სიყვარულით. მთავარია არა სიტყვები, არამედ მოქმედება,
პოლიტიკური ნაბიჯები. თუ ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ საქართველოსთან
ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკების წარმოება შესაძლებელი იქნება, და მაშინ შეიძლება
ვილაპარაკოთ ცვლილებებზე,“ - განაცხადა გამისონიამ.
საქართველოში
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ცვლილებების მოლოდინი არც აფხაზ მეცნიერს
ირინა აგრბას აქვს. ისიც, ურთიერთობის საწყისად სამშვიდობო შეთანხმებაზე
ხელმოწერას მიიჩნევს.
„დრო
გვიჩვენებს, წავა თუ არა ახალი ხლისუფლება ამაზე“ - განაცხადა მან.
აგრბა
ამბობს, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის განსხვავებას ვერ ხედავს და დასძენს,
რომ „ნებისმიერი ცვლილება, რომელიც
საქართველოში ხდება, დასავლური პროექტის შემადგენელი ნაწილია“.
Internet.ge