იმისთვის, რომ
რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა დაამყაროს, ბიძინა ივანიშვილს აფხაზეთისა და
სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის განხილვა მოუწევს - განუცხადა „გაზეტა რუს“ ცხინავლის
რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალბინა ჩიხოევამ.
„ვფიქრობ, არაფერი შეიცვლება, რადგან საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტი თვლის,
რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო აღიარებს სამხერთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მას
თანაბარუფლებიან სახელმწიფოდ სცნობს“ - განაცხადა ჩიხოევამ.
ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი კი პირიქით, ოპტიმისტურადაა
განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება „დე-იურე თუ არა,
დე-ფაქტო მაინც გააცნობიერებს, რომ გვერდით ახალი სახელმწიფო არსებობს თავისი
საზღვრებით“.
ყოფილი ცხინვალელი რევოლუციონერის, ამჟამდ კი ე.წ. მთავრობის წევრის ალა ჯიოევას
თქმით, ივანიშვილს ის აღიქვამს, როგორც პრორუსულ პოლიტიკოსს, თუმცა ეჭვით უყურებს
„ქართული ოცნების“ ღირებულებებს.
internet.ge