აფხაზეთმა ფართო
საერთაშორისო აღიარებისკენ აიღო კურსი და არ შეიძლება არ აინტერესებდეს
საქართველოში მიმდინარე პროცესები - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს
მდივანმა სტანისლავ ლაკობამ.
მისი თქმით, „ქართულ
ოცნებაში“ ნაკლებად ისტერიული და სრულებით შეგნებული ადამიანები არიან, რომ მათთან
ილაპარაკონ.
„თუ ჩვენ სამშვიდობო
შეთანხმებამდე მივალთ, რა თქმა უნდა, ეს გარღვევა იქნება ქართულ-აფხაზურ
ურთიერთობებში. „ქართული ოცნების“ ზოგიერთი აქტიური წარმომადგენელი წინააღმდეგი არ
იყო, რომ ესაუბრა აფხაზეთთან, როგორც მხარესთან კონფლიქტში და არ გამორიცხავდნენ
მის დამოუკიდებლობასაც“ - განაცხადა ლაკობამ.
ამასთან, ის შორსაა იმ
აზრისგან, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირება აფხაზეთზე ნეგატიურად
აისახება.
ლაკობამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის
გამარჯვება არ ნიშნავს, რომ „რუსეთი თავის მტვრევით გადაეშვება, რათა
საქართველოსთან ააწყოს ურთიერთობები“, თუმცა მისივე თქმით, „რუსეთი ყურადღებით
მიადევნებს თვალს სიტუაციას, რომელიც აშშ-ის არჩევნებს უკავშირდება, რადგან ეს
საქართველოს ძირითადი სატელიტია - ქვეყანა, რომელიც საქართველოს დიდ დახმარებას
უწევს“.
Internet.ge