დსთ-ის
ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინე ზატულინი აცხადებს, რომ საქართველოში
ხელისუფლების ცვლილების გამო ცხინვალის რეგიონს მოსკოვთან კონსულტაციების წარმოება
ამ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ქართული მხარისგან პროვოკაციებია მოსალოდნელი.
ამასთან,
დღეს სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი რუსეთის
საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს ხვდება, რათა საქართველოში მიმდინარე
პროცესების გათვალისწინებით მომავალი მოქმედების გეგმა დასახონ. ჯერჯერობით რაიმე
დეტალები ამ თემაზე კონსულტაციებთან დაკავშირებით ცნობილი არ არის.
რუსეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე, უწყების წარმომადგენელმა
ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი, რომელმაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობა სცნო, ოსი ხალხის მშვიდობიანი მომავლის გარანტად გამოვიდა.
Internet.ge