GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართულ ოცნებას“ სოხუმიდან მიმართვას უგზავნიან
15:51 15.10.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო არჩევნების შედეგები იძლევა შესაძლებლობას, დაიწყოს  „კონსტრუქციული დიალოგი“ თბილისსა და სოხუმს შორის, რათა „დაგროვილი პრობლემები“ გადავჭრათ და „კონფლიქტს წერტილი დავუსვათ“ - წერენ მოსკოვის ევრაზიული კლუბის ხელმძღვანელი პაველ ზარიფულინი და სოხუმის ხალხთა დაცვის მოძრაობის კოორდინატორი  ბესლან კობახია „ქართული ოცნებისადმი“ მიმართვაში.

თუმცა ამ „კონსტრუქციულ“ მიმართვას ერთი პირობა უდევს საფუძვლად - საქართველოს ახალმა პარლამენტმა ჯერ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა სცნოს.

მიმართვაში, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ცალსახად ქართული მხარეა დადანაშაულებული, „ქართულ ოცნებას“ კი წინამორბედების შეცდომების გამოსწორებისკენ მიუთითებენ.

მოთხოვნები მიმართვაში პუნქტებადაა ჩამოყალიბებული:
1. ახალი  პარლამენტის მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ ომის დაგმობა.
2. აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ამ საფუძველზე აფხაზებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აგება.

მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობების გაუმჯობესებას გამოიწვევს და თანასწორობის საფუძველზე სხვადასხვა საკითხების განხილვას გახდის შესაძლებელს.

ამასთან, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღონ დეკლარაციები, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალადობას აღარ ექნება ადგილი.

ეს კი კობახიასა და ზარიფულინის აზრით, განაპირობებს ორივე მხარის პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრებს, კულტურულ, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ კონტაქტებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 92
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა3
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X