გალის ძალოვანმა
სამსახურებმა დაბალი ზონის სოფლებში ნაბაკევსა და თაგილონში საპასპორტო რეჟიმის
კონტროლი დაიწყეს.
ე.წ.
გადასასვლელებზე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. კერძოდ, ბარღების მკვიდრი ვიტალი სინძია,
რომელსაც მხოლოდ დაბადების მოწმობა აღმოაჩნდა, სადაც ქართული პასპორტის გაცემის
შესახებ ჩანაწერი იყო გაკეთებული, ამასთან, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში -
იუწყება „აპსნიპრესი“.
დააკავეს ასევე სოფელ
სიდას მკვიდრი ბეჟან კირხელია, რომელიც ადრე ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყო
ნასამართლევი.
დაკავებულებს ე.წ.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო,
ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდეს. საპასპორტო რეჟიმის კონტროლი გალის რაიონში კვლავ გრძელდება.
Internet.ge