GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კოკოითი „ფსბ“-სთან კავშირებს ისევ იყენებს
10:26 18.04.2012
დღის სიახლეები

ცხინვალში, ოპოზიციის შტაბში, დღეს ჯამბულატ თედეევის მომხრეები შეიკრიბებიან, რათა გააპროტესტონ თედეევის მიმართ დევნის ფაქტები.

რუსეთის ეროვნული ნაკრების მწრთვნელობიდან „სამხრეთ ოსეთის“ ოპოზიციაში ყოფნის გამო ჩამოქვეითებული თედეევი, რომელსაც ედუარდ კოკოითის რეჟიმი ებრძოდა, ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა თავის ე.წ. ინაუგურაციაზე მიიწვია, რომელიც 19 აპრილს უნდა გაიმართოს. თუმცა გუშინ თედეევი რუსეთის „ფსბ“-მ გამოიძახა, მანამდე კი გააფრთხილეს, რომ ცხინვალის რეგიონში, მითუმეტეს, „ინაუგურაციაზე“, ფეხი არ დაედგა.

რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის გაზეთებში დაიბეჭდა თიბილოვის ოპოზიციონერი გარემოცვის წარმომადგენლების განცხადება იმის თაობაზე, რომ ედუარდ კოკოითი, რომელიც სძულს ხალხს, უმჯობესია „ინაუგურაციაზე“ არ მივიდეს. განცხადებაში საუბარი იყო სწორედ იმაზე, რომ კოკოითისა და ღონისძიებაზე ასევე მიწვეული თედეევის შეხვედრა, შესაძლოა, მარტივად არ დასრულდეს.

ოპოზიციური ოსური საიტის „Uasamonga.ru“-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი ელინა მირზოევა ამბობს, რომ „ფსბ“-ს გააქტიურება სწორედ კოკოითის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა:

„უბრალოდ, კოკოითს არ შეუძლია დაუშვას, რომ ინაუგურაციაზე, თედეევი, როგორც ტრიუმფატორი, ისე გამოჩნდეს, რადგან ყველამ იცის, რომ თედეევის წყალობით გახდა თიბილოვი პრეზიდენტი. ამიტომ, კოკოითმა ჩართო თავისი კავშირები „ფსბ“-სთან“-განაცხადა მირზოევამ.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: პრეზიდენტის შეხვედრა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან1
რუსები აფხაზეთში ტანკ ტ-90-ის ეკიპაჟებს ამზადებენ2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის4
ბიძინა ივანიშვილი „Millennium Challenge Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X