სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა
ოსური გვარების შესახებ კანონი მიიღო, რომელიც მოსახლეობის გვარებისთვის ოსური დაბოლოებების
მიღების პოროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად.
ე.წ. პარლამენტის ნაციონალური
პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული კანონი მოსახლეობას საშუალებას
მისცემს აღადგინოს გვარების "ისტორიულად სწორი დაწერა”, რასაც მანამდე ხანგრძლივი
პროცედურები სჭირდებოდა.
ამასთან, მალე გამოაქვეყნებენ
იმ 2495 გვარს, რომელიც, როგორც ცხინვალში მიაჩნიათ, დაბოლოების შეცვლას საჭიროებს.
Internet.ge