ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ახალმა
ლიდიერმა ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვს როკის გვირაბის რეკონსტრუქციის დაწყების 2
კვირით გადადება სთხოვა.
ამ პერიოდში ცხინვალი ტექნიკურ შტოლნში (ჰორიზონტალური ან დახრილი
გვირაბი, რომელსაც აქვს ერთი უშუალო გამოსასვლელი მიწის ზედაპირზე. დანიშნულების მიხედვით, შტოლნი არის
სასარგებლო წიაღისეულის საბადოს სადაზვერვო და საექსპლუატაციო, აგრეთვე სატრანსპორტო, სავენტილაციო და წყალამოსაღვრელი) ავტოტრანსპორტის მოძრაობის სქემას დაამუშავებს.
ამ გვირაბის საშუალებით მოძრაობის სქემა
სავარაუდოდ მორიგეობითი იქნება - პირველი 3 საათის განმავლობაში ტრანსპორტი
ცხინვალის რეგიონისკენ, შემდგომი 3 საათის განმავლობაში კი რუსეთისკენ იმოძრავებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“ წერდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის მოსკოვს არ შეუთანხმებია გადაწყვეტილება, რომ
24 აპრილიდან როკის გვირაბის ჩაკეტვას აპირებდა. ცხინვალის საგანგებო საქმეთა ე.წ. მინისტრი ანატოლი ბიბილოვი გასულ
კვირას ამბობდა, რომ მისთვის „უცნობია გადაწყვეტილებაც და ისიც, თუ ვინ მიიღო ის“.
internet.ge