აფხაზური გამოცემა „აბხაზია ორგ“ აქვეყნებს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილი ალმასბეი კჩაჩის წერილს, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დაწერა.
მართალია, აფხაზურ ფორუმებზე დაობენ, ნამდვილად კჩაჩის მიერაა თუ არა დაწერილი აღნიშნული წერილი, მაგრამ მისი შინაარსი ახლა ერთ-ერთ მთავარ თემადაა ქცეული.
აფხაზეთის ყოფილი ე.წ. შს მინისტრი და ვლადისლავ არძინბას ერთგული თანამებრძოლი ალმასბეი კჩაჩი ანქვაბს მოღალატეს უწოდებს და აფხაზებს მის წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
„ჩემო ძვირფასებო. მე მივდივარ თქვენგან, რადგან ამ ეშმაკმა მოღალატემ მოსვენება არ მომცა. მე არ ვმონაწილეობდი თავდასხმებში და არავინ გამიგზავნია მის მოსაკლავად. არ ვფიქრობ, რომ ა. ბუთბამ ამ საქმეზე გამოუცდელი ლაწირაკები გაგზავნა. ანქვაბი ვერ მიტანდა, რადგან მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ მორალატეა და მან ჩვენი ქვეყანა დაასამარა. ვისაც შეგიძლიათ დადექით მის წინააღმდეგ დღეს, რადგან ხვალ იქნება გვიან. უკეთესია მოვკვდე გენერლად, ვიდრე მოღალატედ, როგორც ანქვაბია,“ - წერია წერილში.
ალმასბეი კჩაჩმა თავი საკუთარი პისტოლეტით მაშინ მოიკლა, როცა სამართალდამცველები მასთან დასაკავებლად მივიდნენ.
Internet.ge