ცხინვალი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებას იზეიმებს. აღლუმში
ოს სამხედროებთან და სამართალდამცველებთან ერთად, წამყვანი ბირთვი რუსეთის მე-4
საოკუპაციო ბაზის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა იქნება. ამისათვის
ბაზაზე უკვე ვარჯიშობენ. გარდა ამისა, მწყობრში ჩადგება რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო
განყოფილებაც. ცხინვალის
მოედანზე სულ 700 სამხედრო მოსამსახურე ჩაივლის.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მოსახლეობას შესაძლებლობა
მიეცემა ნახოს ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო
დანადგარები „გვოზდიკა“, ასევე „გრადები“, „ჰაუბიცები“, ნაღმმტყორცნები და სხვა
ტექნიკა.
აღლუმს ე.წ. გენშტაბის უფროსი ტამერლან
ცარიტოვი ჩაიბარებს.
Internet.ge