GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ოფიციალური თბილისი, აფხაზეთში, ქართული კულტურული ძეგლების სარესტავრაციო საქმიანობაში ჩართვას ითხოვს
17:37 26.03.2012
დღის სიახლეები
ქართული მხარე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქართული კულტურული ძეგლების სარესტავრაციო საქმიანობაში ჩართვას ითხოვს. 

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი, ქართული კულტურული ძეგლებისთვის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ ინიციატივით გამოვიდა.  

მისი თქმით, ქართულმა მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მიმართოს, მათ შორის იუნესკოს, რათა აღნიშნულ საკითხზე, კონტროლი მაინც განახორციელონ, რომ რესტავრაციის დროს, ქართული კვალი არ წაიშალოს.
დავითაიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ მართლა საუბარია ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენაზე, ქართული მხარე, ამას ასი პროცენტით  დაუჭერს მხარს.

"თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ სინამდვილეში არის ისტორიის წაშლისა და შეცვლის მცდელობა, რაც დანაშაულია”, - დასძინა მან. 

დავით ბაქრაძემ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაავალა, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი განცხადება შეიმუშაოს, სადაც ქართული მხარე, სრულ მზადყოფნას გამოხატავს - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კულტურული ძეგლების სარესტავრაციო საქმიანობაში ჩაერთოს. 

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ალექსანდრე ანქვაბმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით, ქართულ კულტურულ ძეგლებს: ბედიის, მოქვისა და სხვა ტაძრებს, სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდებათ.
Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისმა თურქეთთან აფხაზეთის პორტში თურქული გემების შესვლის საკითხი დააყენა1
ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 50 წლის მამაკაცი დააკავეს2
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა3
ერთ წელიწადში 400 000–ზე მეტი ID ბარათი გაიცა4
პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვას გეგმავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X