საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი
სამშვიდობოები სამხედრო ბაზებს აქტიურად აშენებენ, როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გალის
რაიონიდან აცნობეს, სოფელ ჭუბურხინჯში 27 აპრილს მორიგი ბაზა გაიხსნება.
„ჭუბურხინჯში ახალი სამხედრო ბაზა იხსნება,
მოსახლეობა გაგვაფრთხილეს, რომ გახსნას რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრებიან
და სავალი ნაწილის გასუფთავება გვთხოვეს“,- აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში
ჭუბურხინჟის ბაზა რიგით მეხუთეა. მსგავსი ტიპის სამხედრო ბაზა უკვე არსებობს
ოქუმში, გალში, ჩე ღალში და
ფიჩორში.
Internet.ge