აფხაზეთმა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
19:34 25.04.2012
|
დღის სიახლეები
|
აფხაზეთის
სეპარატისტულმა რეჟიმმა საქართველოში ევროკავშირის
დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი „პერსონა
ნონ გრატად“ გამოაცხადა.
ამის შესახებ
„აპსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას
სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ „მისიის ხელმძღვანელმა
უარი განაცხადა დაეფიქსირებინა განსაკუთრებით მძიმე ინცინდენტები სასაზღვრო გალის
რაიონში, მათ შორის, რიგი მკვლელობები“.
ევროპელი
დამკვირვებლები აცხადებენ, რომ იმდენად, რამდენადაც აფხაზური მხარე საერთაშორისო
დამკვირვებლებს მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებს, შეუძლებელია რაიმე
ფაქტების დაფიქსირება. რატომღაც, აფხაზებისთვის ეს განმარტება გაუგებარია და ისინი
მოითხოვენ, მისიამ დააფიქსიროს ის, რის შესახებაც, მხოლოდ აფხაზური მხარის
ნაამბობიდან სმენია.
გარდა ამისა,
სეპარატსიტული რეჟიმი უკმაყოფილოა იმითაც, რომ „მისიის ხელმძღვანელმა ყურადღების
გარეშე დატოვა“ ალასანიას ცნობილი განცხადება ხელისუფლების მიერ გალის მახლობლად
შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|