GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანქვაბი: დიპლომატებთან თბილისის საშუალებით კონტაქტი არ გვსურს
11:19 26.04.2012
დღის სიახლეები

სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი - ალექსანდრე ანქვაბი, საქართველოში გერმანიის ელჩს - ორტვინ ჰენინგს შეხვდა. როგორც „აპსნიპრესი“ იუწყება, მას ანქვაბის აზრი აინტერესებდა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაზეც თბილისსა და სოხუმს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

როგორც ჰენინგთან შეხვედრისას ანქვაბმა აღნიშნა, 2005 წლიდან დღემდე, საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებთან კონტაქტმა მას დაანახა, რომ მათი პოზიცია აფხაზეთთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

„ჩვენ უნდა ავირჩიოთ დიალოგის სხვა ფორმატი. აფხაზ ხალხს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და მას მისდევს ქვეყნის ხელმძღვანელობაც. ეს არის  დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო“ - განაცხადა ანქვაბმა და დასძინა, რომ „პოლიტიკური ვაჭრობა უადგილოა და  არ ღირს დროის ხარჯვა ჩართულობის სხვადასხვა პროგრამებზე“. მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, შესაძლოა, მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შეიცვალოს.

„აპსნიპრესის“ ცნობით, ანქვაბმა, გერმანიის ელჩს საქართველოში ისიც განუცხადა, რომ შესაძლოა, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მალე საერთოდ აღარ დაელაპარაკოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს: „ჩვენ არ გვსურს თბილისის საშუალებით კონტაქტი“ - განაცხადა მან.

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები1
საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის რამდენიმე ათეული ოფიცერი იმყოფება2
გალიდან გატაცებული ბერაია გამოსასყიდის სანაცვლოდ შინ დააბრუნეს3
ხადური: ჩემი ფინანსთა მინისტრად დასახელება ჟურნალისტების ფანტაზიის ნაწილია4
პოლიციის მაღალჩინოსანმა ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე მამაკაცი იმსხვერპლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X