ცხინვალის სეპარატისტული
რეჟიმის ახალმა ლიდერმა - ლეონიდ თიბილოვმა, რუსული ფინანსური დახმარების
ხარჯვა-გამოყენების საკითხის შესწავლა მოითხოვა. როგორც ცნობილია, მარიონეტულმა
რეჟიმმა მოსკოვის მიერ გადმორიცხული მილიონობით რუბლი გაფლანგა და 2008 წლის რუსული
აგრესიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომლებსაც სახლები აღარ
აქვთ, ამ დრომდე საცხოვრებლის გარეშე რჩებიან.
შესაბამისად, როგორც რუსული მედია იუწყება,
თიბილოვის ბრძანებით,
ე.წ გენერალური პროკურატურა დაიწყებს მთელი რიგი სამსახურების გაკონტროლებას და
შეამოწმებს, რამდენად კანონიერად დახარჯეს მათ რუსული ფული 2010 წლის 1 იანვრიდან
2012 წლის 19 აპრილამდე პერიოდში. შესამოწმებელია სულ 10 ორგანიზაცია და ეს
პროცესი 25 ივნისამდე უნდა დასრულდეს.
internet.ge