სოხუმში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის ე.წ.
სპეცწარმომადგენელი, რეალურად კი ოკუპირებულ რეგიონში დიმიტრი მედვედევის მიერ
ზედამხედველად დანიშნული, კრასნოდარის მხარის გუნერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვი.
ის უკვე შეხვდა სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს. ალექსანდრე
ანქვაბმა ტკაჩოვს „რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე“ ავტობუსების სამოძრაოდ დამატებითი
კორიდორის გახსნა სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო - იუწყება „ვესტნიკ
კავკაზა“.
კერძოდ, ანქვაბმა ტკაჩოვს შესთავაზა, ძველი საფეხმავლო გზა
ავტობუსების სამოძრაო კორიდორად გადაკეთდეს, რათა ტურისტებს მიმოსვლა კიდევ უფრო
გაუადვილდეთ. „ადამიანები არ უნდა წუხდებოდნენ სასაზღვრო ბიუროკრატიით“ - მიაჩნია
ტკაჩოვს.
მედვედევის სპეცწარმომადგენელმა „საზღვარზე“ ავტომანქანების
გამშვები პუნქტიც დაათვალიერა და მისი მუშაობის გაუმჯობესება მოითხოვა.
Internet.ge