GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქსენია სობჩაკი: შეკერილი საქმე იყო საჭირო, რომ მივმხვდარიყავით რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ
12:36 27.03.2012
დღის სიახლეები

ცობილი რუსი ტელეწამყვანი, ქსენია სობჩაკი მორიგ სკანდალში გაეხვა. ის მოძრაობა „სოლიდარნოსტის“ წარმომადგენელ, ილია იაშინთან ერთად, ჟურნალისტების ქონების დაზიანებისა და მათი ცემის გამო, პოლიციაში, დაკითხვაზეა გამოძახებული.
საქმე 13 მარტს, მოსკოვის რესტორან „ტვერბულ“-ში განვითარებულ მოვლენებს ეხება, რომლის მთავარი გმირები სობჩაკი, იაშინი და გამოცემა Life News-ის ჟურნალისტები - ანასტასია კონოვალოვა და ანა ისაკოვა იყვნენ. სწორედ ამ კორესპონდენტებს მოხვდათ „სვეტსკაია ლვიცას“ მუშტი - როგორც ამას Life News-ის ხელმძღვანელი აშოტ გაბრელიანოვი ამტკიცებს. პოლიციამ საქმის ძიება სწორედ მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო.


როგორც კონოვალოვა და ისაკოვა ამბობენ, 13 მარტს, რესტორანში, რეჟისორ პავლე ლუნგინისათვის საპატიო ლეგიონის ორდენის გადაცემის ცერემონიას აშუქებდნენ, როცა მათ უეცრად თავს დაესხა სობჩაკი, რომელმაც ჟურნალისტებს წაართვა ჩანაწერი, დაუმტვრია კამერა და ერთი-ორი „დარტყმაც მიაყენა“.

სობჩაკი საკმაოდ კარგ ფორმაშია და არავის ეპარება ეჭვი, რომ მისთვის ორიოდე ჟურნალისტის ცემა დიდი სირთულე არ იქნებოდა, თუმცა თავად გამოცემა Life News-იც არ სარგებლობს დიდად შეუბღალავი რეპუტაციით, ის სკანდალების მაძიებელ ინტერნეტ-პორტალადაა (თანაც პროსახელისუფლო) ცნობილი და ამიტომ, როგორც ჩანს, პოლიცია სრული სერიოზულობით შეუდგა „ტვერბულში“ გამართული ცემა-ტყეპის დეტალების გამოძიებას.


სობჩაკმა ჟურნალისტების ცემის ფაქტი უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ ისინი მის კერძო საუბარს არათუ უსმენდნენ, იწერდნენ კიდეც, რის შემდეგაც, მისი მოთხოვნით, ისინი დარბაზიდან ოფიციანტებმა გაიყვანეს და ჩანაწერის წაშლაც მოსთხოვეს.
ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა, როცა ქსენიას აჯობეს და ინცინდენტიდან 10 წუთში, როგორც თავად ყვება, პოლიცია დააყენეს თავზე. გამოსავალი ერთიღა იყო - ქსენია და მისი თანმხლები პირები რესტორნის სათადარიგო გასასვლელიდან გაიპარნენ. ახლა კი მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - ქონების განზრახ დაზიანების მუხლით, ჟურნალისტების ცემის ბრალდება სობჩაკს წაყენებული ჯერ არ აქვს.
ქსენიას ფანებმა მომხდარს პოლიტიკური ქვეტექსტი მოუნახეს. ცნობილია, რომ ზემოხსენებული მომჩივანი - აშოტ გაბრელიანოვი, რუსეთის ოპოზიციის მოძულეა, რომელთანაც ქსენიას საკმაოდ ახლო ურთიერთობები აქვს - მეგობრულიც და პოლიტიკურიც. პოლიტიკური შეფასება გააკეთა თავად სობჩაკმაც, რომელიც უკვე ხედავს, რომ საქმე სახუმაროდ აღარ აქვს:
„საწყენია, რომ ვცხოვრობ აბსურდისა და სიცრუის ქვეყანაში. მაგრამ შეკერილი სისხლის სამართლის საქმე იყო საჭირო, რომ მივმხვდარიყავით, რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ“ - დაწერა მან თავის ინტერნეტ-დღიურში.
პოლიციაში არ უარყოფენ, რომ საქმის გულდასმით გაოძიებასა და შესაბამისი პროცესუალური გადაწყვეტილების მიღებასაც აპირებენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დიაგნოზი - აუტიზმი საშიში არ არის, საშიშია ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების იგნორირება!1
დავით ბაქრაძე: ერთი არჩევნებით ქვეყანაში ყველაფერი ვერ შეიცვლება2
სახალხო დამცველის აპარატი შსს-ს რეკომენდაციით მიმართავს3
მიხეილ სააკაშვილი: ოკუპანტს სურს 2008 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე უახლოეს კვირაში მიიყვანოს4
ბიძინა ივანიშვილი: აქაური სილამაზის აღქმას ბახუსი სჭირდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X