ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს
15:58 09.05.2012
|
დღის სიახლეები
|
ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს. თამაზ ბარციცი 5 მაისს აიყვანეს, კიდევ ერთ ეჭვმიტანილზე, ასტამურ ხუტაბაზე კი ძებნაა გამოცხადებული - იუწყება „აბხაზია ორგ“.
ბარციცს 22 თებერვალს ტერაქტის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. მის მიმართ პროცესუალური ღონისძიებები ტარდება. მანამდე იმავე საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ ძებნა გამოაცხადა რუშბეი ბარციცზეც.რაც შეეხება ასტამურ ხუტაბას, ის ანქვაბზე, უშუალოდ, თავდასხმის მონაწილედ სახელდება.
ანქვაბზე ტერაქტის გარდა, ამ საქმის მონაწილეებს, სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის დაცვის ორი წევრის მკვლელობის გამოც მოუწევთ პასუხისგება. როგორც ცნობილია, ანქვაბის დაცვის თანამშრომლები რამზიკ ცუგბა და თენგიზ პანდარია 22 თებერვლის ტერაქტის შედეგად დაიღუპნენ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|