სპორტისა და
ახალგაზრდობის მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლაშა მაქაცარიამ, დღეს, ზესტაფონში სპორტის სასახლის
მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი.
სპორტის
სასახლე თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს, იგი 500 მაყურებელზე იქნება
გათვლილი და კალათბურთის, ფეხბურთისა და ფრენბურთის გარდა კრივისა და
ჭიდაობის შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს.
პროექტის
მშენებლობა, რომლის ღირებულება 1 მილიონ 800 ათასი ლარია,
2012 წლის
ოქტომბერში დასრულდება.
დღესვე მინისტრი და გუბერნატორი ზესტაფონის ახალგაზრდობას შეხვდნენ. მინისტრი მათ იმ პროექტების შესახებ ესაუბრა,
რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს და რომელშიც
მონაწილეობის მიღება ზესტაფონის ახალგაზრდებსაც შეუძლიათ.
Internet.ge